გლოვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა შენობაზე დროშები დაეშვა
გლოვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა შენობაზე დროშები დაეშვა

გლოვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია. ინფორმაციას სუს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

2021 წლის 7 აპრილს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ტრაგიკულად დაღუპული საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 2021 წლის 10 აპრილის 00:00 საათიდან, 11 აპრილის 00:00 საათამდე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებული იქნება.