Globe Soccer-ის მიხედვით, 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ერლინგ ჰალანდი გახდა #1TVSPORT
Globe Soccer-ის მიხედვით, 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ერლინგ ჰალანდი გახდა #1TVSPORT

არაბეთის გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში Globe Soccer Awards-ის ცერემონია გაიმართა, სადაც 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ნორვეგიელი ერლინგ ჰალანდი დაასახელეს.

Globe Soccer Awards-ი ფიფა-ს, უეფა-ს, ევროპული კლუბების ასოციაციისა და საფეხბურთო აგენტების ასოციაციის ორგანიზებით 2010 წლიდან იმართება.

თავდაპირველად, წლის ფეხბურთელის ჯილდოზე 30 ფეხბურთელი იყო ნომინირებული, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაც, თუმცა ის საბოლოო სიაში, 11 ფეხბურთელს შორის ვერ მოხვდა.

გასულ სეზონში ერლინგ ჰალანდმა „მანჩესტერ სიტისთან“ ერთად ხუთი ტიტული მოიპოვა. ნორვეგიელი თავდამსხმელი ჩემპიონთა ლიგისა და ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

დუბაიში ჩატარებულ დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო გუნდად „მანჩესტერ სიტი“ დაასახელეს, მწვრთნელებს შორის კი პირველობა ამ გუნდის დამრიგებელმა, პეპ გვარდიოლამ არავის დაუთმო. საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ჯილდო ჯუდ ბელინგემმა მიიღო, ხოლო წლის ბომბარდირი კრიშტიანო რონალდო (54 გოლი) გახდა.