Globe Soccer Awards-მა წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოზე ნომინანტები დაასახელა #1TVSPORT
Globe Soccer Awards-მა წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოზე ნომინანტები დაასახელა #1TVSPORT

Globe Soccer Awards-მა 2023 წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოზე ნომინანტები შეარჩია. პრესტიჟული ყოველწლიური პრემიის ორგანიზატორები ევროპული კლუბების ასოციაცია და საფეხბურთო აგენტები არიან.

წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოს პრეტენდენტებად დასახელდნენ: გვარდიოლა, არტეტა, ანჩელოტი, დე ლა ფუენტე, დე ძერბი, იმძაგი, სკალონი, პიოლი, სპალეტი, ტუხელი, ჩავი, კოლერი, სპუნგა და ვიგმან-გლოცბახი.

შარშან Globe Soccer Awards-ის ჯილდო, როგორც წლის საუკეთესო მწვრთნელს, მადრიდის „რეალის“ დამრიგებელს, კარლო ანჩელოტის გადაეცა.