გლობალური სიმდიდრის ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში წინა წლებთან შედარებით რეკორდულად მაღალია მილიონერთა რიცხვი, რომელთა საერთო სიმდიდრე 86.8 ტრილიონ დოლარს შეადგენს

14:19, 05.06.2024

მსოფლიოში წინა წლებთან შედარებით რეკორდულად მაღალია მილიონერთა რიცხვი. World Wealth Report-ის მიხედვით, დღეისთვის მსოფლიოში 22.8 მილიონი ადამიანია, რომელთა საინვესტიციო აქტივების ოდენობა, სულ მცირე, ერთ მილიონ დოლარს მაინც შეადგენს. მათი რიცხვი გასულ წელთან შედარებით 5.1%-ით არის გაზრდილი. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

საერთო სიმდიდრე კი 86.8 ტრილიონ დოლარს შეადგენს. მათი ქონება საფონდო ბირჟების ზრდის გამო გაიზარდა. 2023 წელს 43%-იანი ზრდა ჰქონდა Nasdaq-ს, 24%-იანი – S&P-ს, Paris CAC-ს – 16%-იანი, Frankfurt DAX-ს – 20%-იანი.

რეიტინგში პირველ ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატები, მეორეზე – კანადა, მესამეზე კი – გერმანია.

მსგავსი