გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით საქართველო 74-ე ადგილს იკავებს
გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით საქართველო 74-ე ადგილს იკავებს

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით საქართველოს პოზიცია გასულ წელთან შედარებით რვა საფეხურით გაუარესდა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ გამოქვეყნებული 2019 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო 141 ქვეყანას შორის, 74-ე ადგილს იკავებს. 2018 წლის ანგარიშში საქართველო 66-ე პოზიციაზე იყო.

რეიტინგი შედგენილია 12 ძირითადი ინდიკატორის შფასების საფუძველზე. აქედან საქართველოს მდგომარეობა გაუმჯობესებულია ექვს კომპონენტში, კერძოდ ინფრასტრუქტურის (73-ე ადგილი), უნარების (46-ე ადგილი), ფინანსური სისტემის (91-ე ადგილი), ბაზრის მოცულობის (104-ე ადგილი), ბიზნესის დინამიურობის (58-ე ადგილი), ინოვაციური შესაძლებლბების (91-ე ადგილი) კუთხით. ხოლო გაურესება ფიქსირდება ინსტიტუტების (43-ე ადგილი), საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიღების (55-ე ადგილი), მაკროეკონომიკური სტაბილურობის (84-ე ადგილი), ჯანდაცვის (87-ე ადგილი), პროდუქტების ბაზრისა (48-ე ადგილი) და შრომითი ბაზრის (37-ე ადგილი) კუთხით.

რეიტინგში პირველ ადგილს სინგაპური იკავებს. მას მოჰყვება აშშ, ჰონგ-კონგი, ნიდერლანდები და შვეიცარია. სიაში ბოლო ადგილზე არის ჩადი.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, კონკურენტუნარიანობის გლობალური ინდექსის მიხედვით, რუსეთი 43-ე ადგილს, აზერბაიჯანი 58-ე, თურქეთი 61-ე, სომხეთი კი, 69-ე ადგილს იკავებს.

დატოვე კომენტარი