გლდანში, „გლდანი სითის“ ტერიტორიაზე ორი მამაკაცი დააკავეს

15:23, 05.05.2018

გლდანში, „გლდანი სითის“ ტერიტორიაზე ორი მამაკაცი ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, მათ მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობა ედებათ ბრალად.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ქურდობას გულისხმობს. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი