გლდანში გაზის მილის დაზიანების გამო, 5 000-ზე მეტ აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა
გლდანში გაზის მილის დაზიანების გამო, 5 000-ზე მეტ აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, გლდანში გაზის მილი დააზიანეს, რის გამოც 5 000-ზე მეტ აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა.

მათივე ცნობით, დაზიანებული გაზსადენის აღსადგენად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. გაზმომარაგება ხვალ დილიდან აღდგება.

„გლდანის რაიონში გაზი ავარიულად გაითიშა. მიზეზი შპს „გონია“, რომელმაც მიწის სამუშაოების დროს „თბილისი ენერჯის“ გაზსადენი დააზიანა. ავარიის გამო გაზის გარეშე 5000-ზე მეტი აბონენტი დარჩა. ამჟამად ადგილზე „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტები დაზიანებული გაზსადენის აღსადგენად ინტენსიურად მუშაობენ. დაზიანების ხარისხისა და სამუშაოების სირთულის გამო, გაზმომარაგების მიწოდება ხვალ დილიდან დაიწყება და დღის ბოლომდე სრულად აღდგება“, – ნათქვამია „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციაში.