გლდანისა და სამგორის რაიონებში აბონენტების ნაწილს 26 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

23:31, 25.10.2021

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, გლდანისა და სამგორის რაიონებში აბონენტების ნაწილს 26 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

გლდანის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის, შეშელიძის, ხევძმარის, ხარაძის, ილორის, ხიზამბარელის, ქერჩისა და სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის, შეშელიძის, ხევძმარის, ხარაძის, ილორის, ხიზამბარელის, ქერჩისა და სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატო II მიკრორაიონის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

მსგავსი