გლდანისა და სამგორის რაიონების მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

06:55, 20.11.2020

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო, გლდანსა და სამგორის რაიონებში მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, სოფელი გლდანის, ქერჩის, ომარ ხიზანიშვილის, ნუგზარ კალანდაძის, რამაზ გოგიაშვილის, თეიმურაზ ბატონიშვილის, ხუდია ბორჩალოელის და ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, II, III მიკრორაიონების, ჯავახეთის, ბარბარე მაჭავარიანი-წერეთლის და ილია სუხიშვილის ქუჩის მოსახლეობას. 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის  დასახლება, ლილოს დასახლების, ლილოს დასახლების II კვარტლის (ნაწილობრივ), ღლონტის, ფრანგულიანის და ჭირნახულის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.

მსგავსი