გლდანისა და საბურთალოს რაიონებში აბონენტების ნაწილს 4 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
გლდანისა და საბურთალოს რაიონებში აბონენტების ნაწილს 4 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, გლდანისა და საბურთალოს რაიონებში აბონენტების ნაწილს 4 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

გლდანის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, I მიკრორაიონების, ხიზამბარელის, ხიზანიშვილის, გმირ კურსანტთა, ქერჩის, სარაჯიშვილის, ილორის, ზარზმის, წყალსადენისა და ჭედიას ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირისა და ოთარ ჭილაძის ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კვერნაძის ქუჩის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.