გლდანისა და ისნის რაიონებში აბონენტების ნაწილს 11 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
გლდანისა და ისნის რაიონებში აბონენტების ნაწილს 11 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, გლდანისა და ისნის რაიონებში აბონენტების ნაწილს 11 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV, VI მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, ხერგიანის, მიქატაძის, ვართაგავასა და სანდრო კანდელაკის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სამრეწველო დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, მოსკოვის გამზირის, მოსკოვის გამზირის II კვარტლის, ბესიკ გეთიას, ჯანელიძის, არსენ იყალთოელისა და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.