გლდანის საპატიმროში სამლოცველო იკურთხა

21:23, 04.08.2020

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ჭყონდიდელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში სამლოცველო აკურთხა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. საპატრიარქოს ცნობით, ამ დრომდე, იქ სამლოცველო სივრცე არ არსებობდა.

ფართი პატიმართა თხოვნით დაწესებულების დირექტორისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელშეწყობით მოიძებნა და სამლოცველო მოეწყო. საპატრიარქოში აცხადებენ, რომ სამლოცველოში პირველი წირვა ჩატარდა.

მსგავსი