გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩაზე ხვალ ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩაზე ხვალ ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, ხვალ, 13 მარტს, გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩაზე, „ფრესკოს“ მიმდებარედ ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონსტანტინე ლესელიძის (VI – VIII მიკრორაიონების გამყოფ) ქუჩაზე გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ორი ქუჩის სანიაღვრე სისტემის ერთმანეთთან დაერთება მოხდება.

დატოვე კომენტარი