გლდანის პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
გლდანის პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მას ცეცხლნასროლი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
დავით გოგობერიშვილმა გლდანის პენიტენციური დაწესებულების დირექტორის თანამდებობა აგვისტოში დატოვა. თანამდებობა დატოვა მისმა მოადგილემაც. გოგობერიშვილისა და მისი მოადგილის გადადგომა გიორგი ბაჩიაშვილის საკანში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტში დაწყებულ დისციპლინურ წარმოებას მოჰყვა.