გლაზგოში, სადაც გაერო-ს კლიმატური კონფერენცია მიმდინარეობს, ათასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა
გლაზგოში, სადაც გაერო-ს კლიმატური კონფერენცია მიმდინარეობს, ათასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა

გლაზგოში, სადაც გაერო-ს კლიმატური კონფერენცია მიმდინარეობს, ათასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა.

გლაზგოს ერთ-ერთ პარკში შეკრებილებმა მსოფლიო ლიდერებს კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად სწრაფი გლობალური ქმედებებისკენ მოუწოდეს. დემონსტრაციაში სტუდენტები, გარემოსდამცველები და აქტივისტები მონაწილეობდნენ.

კელვინგროუვის პარკიდან მათ ცენტრალური მოედნისკენ გამართეს მსვლელობა. აქციის მონაწილეებს ხელში ეკავათ ბანერები წარწერებით „კაპიტალიზმი“ კლავს. მომიტინგეებმა მსოფლიოში კლიმატური კრიზისის შექმნაში მსხვილი კომპანიები დაადანაშაულეს და მსოფლიო ლიდერებს გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს.

შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში გაერო-ს ორკვირიანი კლიმატური კონფერენცია პირველ ნოემბერს გაიხსნა.

კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ დემონსტრაციები გაიმართა მსოფლიოს სხვა ქალაქებში, მათ შორის ლონდონში, კოპენჰაგენში, სეულსა და მელბურნში.