გლაზგოში ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა
გლაზგოში ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა

შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოთხოვნით, მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეთა შორის იყო შოტლანდიის პირველი მინისტრი ნიკოლა სტარჯეონი. მინისტრის თქმით, თუ 12 დეკემბერს ბრიტანეთში დაგეგმილ არჩევნებში „კონსერვატიული“ პარტია გაიმარჯვებს, შოტლანდიას სურვილის წინააღმდეგ მოუწევს წასვლა და ევროკავშირის დატოვება. ნიკოლა სტარჯეონიმ მოუწოდა მოსახლეობას, საკუთარი ბედი თავად განკარგონ და მოითხოვონ დამოუკიდებლობა.

2016 წელს შოტლანდიაში ბრექსიტთან დაკავშირებით ჩატარებულ რეფერენდუმზე მოსახლეობის 62-მა პროცენტმა ევროკავშირში დარჩენას დაუჭირა მხარი.