გლაზგოს „სელტიკმა“ ბრიტანეთის რეკორდი დაამყარა
Celtic's Moussa Dembele celebrates after scoring their second goal from the penalty spot
შოტლანდიის ჩემპიონმა „სელტიკმა“ წაუგებელი მატჩების სერიის მხრივ საკუთარი რეკორდი განაახლა. ამ შემთხვევაში, იგულისხმება შიდა არენაზე ჩატარებული მატჩები – შოტლანდიის ჩემპიონატი, შოტლანდიის თასი, ლიგის თასი და ა.შ.
შაბათს “სელტიკმა” შოტლანდიის ჩემპიონატის მორიგ ტურში “სენტ ჯონსტონი” გაანადგურა 4:0, რის შემდეგაც, გლაზგოური გრანდის წაუგებელმა სერიამ 63 მატჩი შეადგინა. ეს საუკეთესო შედეგია არა მხოლოდ შოტლანდიაში, არამედ, მთელს ბრიტანეთში.
წინა რეკორდი, რომელიც 1917 წელს იყო დამყარებული, ასევე “სელტიკს” ეკუთვნოდა.