გლაზგოს ხელოვნების სკოლის შენობაში ძლიერი ხანძარია [ვიდეო]

გლაზგოში ხელოვნების სკოლის შენობა იწვის. ხანძრის ლოკალიზებას 120 მეხანძრე რამდენიმე საათია, ცდილობს. მიმდებარე ტერიტორია კვამლშია გახვეული, რის გამოც მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. არსებობს საფრთხე, რომ ცეცხლი სხვა შენობებსაც გადაედოს.

შოტლანდიის გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

ხანძარი ხელოვნების სკოლის შენობას ადგილობრივი დროით 23:20-ზე გაუჩნდა.

ეს შენობა 2014 წელს ხანძარმა დააზიანა, რის შემდეგაც, რესტავრაცია ჩაუტარდა.