გიზი მამაგეიშვილი - დებიუტანტისთვის ასეთი ნდობა ძალიან დიდი სტიმულია #1TVSPORT
გიზი მამაგეიშვილი - დებიუტანტისთვის ასეთი ნდობა ძალიან დიდი სტიმულია #1TVSPORT

ლიეტუვასთან კაუნასში მოგებული (0:2) ამხანაგური მატჩი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ახალწვეულმა, გიზი მამაგეიშვილმა შეაფასა და ნდობისთვის „ჯვაროსნების“ მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს მადლობა გადაუხადა.

„სასიამოვნოა, რომ გავიმარჯვეთ და გოლი არ გავუშვით. ჩვენ კი ორი გავიტანეთ. ბედნიერი ვარ, რომ ვილი სანიოლისგან ნდობა დავიმსახურე და ორივე შეხვედრა შეუცვლელად ჩავატარე.

დებიუტანტისთვის ასეთი ნდობა ძალიან დიდი სტიმულია. შევეცდები, ჩემი შეცდომები გამოვასწორო, შემდეგში კიდევ უფრო უკეთესი ვიყო და იმედი გავამართლო – უპირველესად, გულშემატკივრის, ქართველი ხალხის, სამწვრთნელო სტაფის და ფეხბურთელების“, – ამბობს გიზი მამაგეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ლიეტუვასთან (2:0) მოგების შემდეგ განაცხადა, რომ მამაგეიშვილი მოეწონა და შემდეგ თამაშებშიც მიიწვევს, რადგან მასში სანაკრებო პოტენციალი დაინახა.