გივი თარგამაძე – საკანონმდებლო ორგანო იქცა ფიქციად, პროტესტი გაგრძელდება რადიკალური ფორმებით

15:30, 26.11.2019

პროტესტი გაგრძელდება რადიკალური ფორმებით, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გივი თარგამაძემ განაცხადა.

როგორც თარგამაძემ აღნიშნა, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე პროტესტი არის პროდუქტიული და გასულმა დღე-ღამემ ეს დაამტკიცა.

„ნათლად გამოჩნდა, რა მდგომარეობაშია დღეს ქვეყანა, რაც მთავარია, საკანონმდებლო ორგანო იქცა ფიქციად და მის წევრებს უწევთ შესვლა სამსახურში უკანა შესასვლელიდან, პოლიციის ძალისხმევით. შესაბამისად, პროტესტი გაგრძელდება რადიკალური ფორმებით, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში“, – განაცხადა თარგამაძემ.

მსგავსი