გივი თარგამაძე - არჩევნები მარნეულში თანაბარ პირობებში არ ჩატარებულა
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე აცხადებს, რომ მარნეულში საარჩევნო პროცესის დროს არ იყო ისეთი ექსცესები, როგორიც სხვა დროს ყოფილა.
„დღეს არ იყო დაძაბულობა, ვერ შევადარებთ ზუგდიდს, თუმცა დღევანდელი ზუგდიდი არ ინდა იყოს ქვეყანაში არჩევნების დღის ჩატარების საზომი. მთავარი პრობლემები დარჩა, რაც წინ უსწრებდა საარჩევნო დღეს. გარდა უშუალოდ ფულის დარიგებისა, ეს არის მუდმივი პრობლემა სიპებისა და აიპების წარმომადგენლების გამოყენება, როდესაც საბიუჯეტო ფულით არაპოლიტიკური ფიგურები მმართველი ძალის გამარჯვებისთვის იღწვიან და მუშაობენ არჩევნების დღეს. არის დაშინებაც, შანტაჟიც, რაც, საბოლოო ჯამში, თანაბარ პირობებს არ ქმნის და არც დღეს ჩატარებულა თანაბარ პირობებში არჩევნები მარნეულში.
ბუნებრივია, არ გვაქვს საფუძველი, რომ არ ვაღიაროთ არჩევნების შედეგები. თუმცა დარღვევებს, რაც აღვნიშნე, ხაზს გავუსვამთ. რაც შეეხება ხმების დათვლის პროცესს, ამას დავაკვირდებით და შემდეგ გვექნება ჩვენი პოზიცია“, – განაცხადა გივი თარგამაძემ.