გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილა

22:18, 15.10.2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.

განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს უმაღლესი და პროფესიული განათლების დაახლოების, ერთიანი საგანმანათლებლო სივრცის ჩამოყალიბების საკითხები და ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

მათივე ცნობით, ყურადღება გამახვილდა პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ზრდაზე, საგანმანათლებლო პროგრამების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე, განათლების უწყვეტობის უზრუნველყოფასა და პროფესიული განათლების იმიჯის გაძლიერებაზე.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, სამინისტროს წარმომადგენლები და სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორები.

მსგავსი