გივი მიქანაძე - თბილისს კახა კალაძისნაირი მერი არ ჰყოლია
გივი მიქანაძე - თბილისს კახა კალაძისნაირი მერი არ ჰყოლია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის მოსაზრებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პირველსავე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

როგორც ჟურნალისტებს მიქანაძემ განუცხადა, საზოგადოების უდიდესი ნაწილი თანხმდება, რომ თბილისს კახა კალაძისნაირი მერი არ ჰყოლია.

„ეს არის ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად ორიენტირებულია კონკრეტული ნაბიჯის გადადგმისკენ, რომელიც თითოეული მოქალაქისა და ქალაქში ჩამოსული სტუმრის კომფორტზე იქნება მორგებული. მისი მერობის პერიოდში განხორციელდა ძალიან ბევრი პროექტი – გამწვანების პროექტებით დაწყებული, ინფრასტრუქტურული პროექტებით დასრულებული.

ეს ქალაქის ნებისმიერი მცხოვრებლისა და სტუმრისთვის შეუირაღებელი თვალით კარგად დასანახია, რაც იმის თქმის საშულებას გვაძლევს, რომ თბილისს ასეთი მერი არ ჰყოლია“, – განაცხადა მიქანაძემ.