გივი მიქანაძე - „ქართული ოცნების“ რეიტინგი არ დაწეულა, ჩვენს გუნდს საზოგადოების მხრიდან ძალიან მყარი მხარდაჭერა აქვს
გივი მიქანაძე - „ქართული ოცნების“ რეიტინგი არ დაწეულა, ჩვენს გუნდს საზოგადოების მხრიდან ძალიან მყარი მხარდაჭერა აქვს

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ IRI ტრადიციულად ამ კვლევებს უკვეთავს ორგანიზაცია „აიპიემს“, რომელიც გამოირჩევა ოპოზიციისადმი მიკერძოებულობით,  მათ კვლევებსა და ანგარიშებში არაერთხელ დაფიქსირებულა დაახლოებით თხუთმეტ-ოც პროცეტიანი ცდომილებები ოპოზიციის სასარგებლოდ, შესაბამისად ამ კვლევებიდანაც ჩანს ის მომენტი, რომ „ქართულ ოცნებას“ საკმაოდ მყარი პოზიციები უჭირავს და საზოგადოების მხრიდან აქვს სერიოზული მხარდაჭერა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

„სამოცი პროცენტი მხარს უჭერს ხელისუფლების მიერ გატარებულ ნაბიჯებს პანდემიასთან ბრძოლის წინააღმდეგ, ისევე როგორც განსაკუთრებულ აღნიშვნას საჭიროებს. საზოგადოება დაიღალა იმ მიმდინარე პროცესებისგან, რასაც ხელოვნურად ცდილობს, შექმნას ოპოზიციამ. სამოცი პროცენტი მხარს არ უჭერს პარლამენტის ბოიკოტირებას, რაც საზოგადოების პირდაპირი დაკვეთა და მოწოდებაა იმისკენ, რომ ის ადამიანები, რომელთაც მათ მიანდეს მანდატი შევიდნენ პარლამენტში და საპარლამენტო საქმიანობით დაამტკიცონ თავიანთი მხარდამჭერების ერთგულება და მათი პოზიციების გაჟღერება მაღალი ტრიბუნიდან.

ამ კვლევებში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კონკრეტული ფაქტია, რომელიც უმუშევრობასთან არის დაკავშირებული და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ გარემოებას, რომ საზოგადოების დაკვეთა დღეს არის არა ოპოზიციის მიერ ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი პარლამენტში შემოსვლა-არშემოსვლასთან და ჩაშლილი მოლაპარაკებები ოპოზიციის მიერ, არამედ ის, რომ ხელისუფლებამ კიდევ უფრო მეტი აქტიურობით, მეტი ინტენსივობით განახორციელოს სხვადასხვა რეფორმები. „ოცნების“ რეიტინგი არ დაწეულა, „ოცნების“ გუნდს აქვს ძალიან მყარი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან“, – განაცხადა მიქანაძემ.