გივი მიქანაძე - კახა კალაძე უალტერნატივოა, ოპოზიცია კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ერთობლივ პოზიციებზე ჩამოყალიბება არ  შეუძლიათ
გივი მიქანაძე - კახა კალაძე უალტერნატივოა, ოპოზიცია კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ერთობლივ პოზიციებზე ჩამოყალიბება არ შეუძლიათ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გივი მიქანაძის მოსაზრებით, კახა კალაძე არჩევნების პირველსავე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

როგორც ჟურნალისტებს მიქანაძემ განუცხადა, კალაძე მერობის უკონკურენტო კანდიდატია. მიქანაძის თქმით, ოპოზიცია ერთობლივ პოზიციებზე ჩამოყალიბებას ვერ ახერხებს.

„თქვეს, რომ მხარს არ დაუჭერენ, ან საკუთარი კანდიდატი ეყოლებათ. არ აქვს მნიშვნელობა, ერთი კანდიდატი ეყოლებათ თუ რამდენიმე, რადგან კახი კალაძე უალტერნატივოა და პირველსავე ტურში გაიმარჯვებს. ოპოზიცია კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ერთობლივ პოზიციებზე ჩამოყალიბება არ და ვერ შეუძლიათ, რადგან თავად ოპოზიციაშია დიდი განსხვავებები და პოზიციების თანხვედრა ვერ ხდება. როცა პრეტენზიებს გამოთქვამენ, რომ ხელისუფლებაში თუნდაც კოალიციურად მოვიდნენ, საზოგადოებისთვის ესეც იმის დამადასტურებელი იქნება, როგორ ვერ აბამენ თავს ვერაფერს და მათი მხრიდან გამოთქმული ეს მოსაზრებები წინასწარვე განწირული იქნება, რადგან საზოგადოება ამ ყველაფერს კარგად აფასებს“, – განაცხადა მიქანაძემ.