გივი მიქანაძე - მცდელობაა, ქვეყნის შიგნით და გარეთ საზოგადოებას დაანახონ, თითქოს ნიკა მელია არის წამებული, რეალურად, ის კანონს ფეხქვეშ თელავს
გივი მიქანაძე - მცდელობაა, ქვეყნის შიგნით და გარეთ საზოგადოებას დაანახონ, თითქოს ნიკა მელია არის წამებული, რეალურად, ის კანონს ფეხქვეშ თელავს

მცდელობაა, ქვეყნის შიგნით და გარეთ საზოგადოებას დაანახონ, თითქოს, ნიკა მელია არის წამებული, რეალურად, ის კანონს ფეხქვეშ თელავს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მელიამ საკუთარი თავი კანონზე მაღლა დააყენა და სახელმწიფო იძულებული გახდა, სასამართლოს გადაწყვეტილება აღესრულებინა.

„პოლიტიკური პარტიის ფორმალურმა ლიდერმა გადაწყვიტა, საკუთარი თავი კანონზე მაღლა დაეყენებინა და სახელმწიფო იძულებული გახდა, როგორც დემოკრატიულ ქვეყანაში ხდება, აღესრულებინა სასამართლოს გადაწყვეტილება. ეს არის იმის მესიჯი, რომ ჩვენ ვცხოვრობთ შემდგარ სახელმწიფოში, სადაც კანონის პატივისცემა არის უზენაესი. ოპოზიციის მხრიდან სიტუაცია ინსპირირებულია პროვოკაციულად, ეს ერთ-ერთი ნაწილია იმ სცენარის, რომლის განვითარებასაც რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკვირდებით. ეს არის იმის მცდელობა, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ საზოგადოებას დაანახონ, თითქოს, ნიკა მელია არის სიტუაციაში წამებული ადამიანი, რეალურად, ეს ადამიანი კანონს ფეხქვეშ თელავს. ამიტომ, სახელმწიფომ ის ზომები მიიღო, რაც ნებისმიერ სახელმწიფოში განხორციელდებოდა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

დატოვე კომენტარი