გივი მიქანაძე - დიალოგის ფორმატში ყოველთვის ვიყავით და ოპოზიციის რადიკალურ ფრთასაც მოვუწოდებდით, რომ ყველა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან განგვეხილა
გივი მიქანაძე - დიალოგის ფორმატში ყოველთვის ვიყავით და ოპოზიციის რადიკალურ ფრთასაც მოვუწოდებდით, რომ ყველა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან განგვეხილა

დიალოგის ფორმატში ყოველთვის ვიყავით და ოპოზიციის რადიკალურ ფრთასაც მოვუწოდებდით, რომ ყველა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან განგვეხილა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

დეპუტატის განცხადებით, თუ მხარეებს შორის სურვილია, დიალოგის რესურსი ყოველთვის მოიძებნება.

„არის გარკვეული პრინციპები, რომლის გადაბიჯებაც შეუძლებელია, რადგან ეს დაკავშირებულია მოსახლეობის ნებასთან და სამართლის უზენაესობასთან. ამის მიღმა ნებისმიერი საკითხი, რომელიც შეიძლება განხილული იყო, მზად ვართ, დიალოგისთვის“, – განაცხადა მიქანაძემ.