გივი მიქანაძე - დარწმუნებული ვარ, მალტის პრეზიდენტისგან იქნება გაცხადებული მყარი მხარდამჭერი პოზიცია, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროინტეგრაციას
გივი მიქანაძე - დარწმუნებული ვარ, მალტის პრეზიდენტისგან იქნება გაცხადებული მყარი მხარდამჭერი პოზიცია, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროინტეგრაციას

მალტაში ვიზიტის უმთავრესი მიზანია ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით მალტის მხარდაჭერის მოპოვება. ამ მხრივ გუშინ პარლამენტის თავმჯდომარისგან გაცხადებული, მტკიცე პირობა მივიღეთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მალტაში, შეხვედრებზე დეტალურად მიაწვდიან ინფორმაციას პროგრესზე, რომელიც საქართველოს რეკომენდაციების შესრულების პროცესში აქვს.

„ჩვენი მიზანია, ანალოგიურად დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ მალტის პრეზიდენტს, ასევე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესა და წევრებს. ეს შეხვედრა შესაძლებელს გახდის, დეტალურად იყვნენ ინფორმირებული იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველომ 12 რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით მიაღწია. დარწმუნებული ვარ, როგორც გუშინ მივიღეთ მხარდაჭერა, დღესაც მალტის პრეზიდენტისგან იქნება გაცხადებული მყარი პოზიცია, რომელიც შემდეგ ხელს შეუწყობს საქართველოს ევროინტეგრაციას“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.