გივი მიქანაძე ბრაზილიის ელჩს შეხვდა
გივი მიქანაძე ბრაზილიის ელჩს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კარლოს რიკარდო მარტინს სელიასთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები და ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელების საკითხები განიხილეს.

„გივი მიქანაძემ ბრაზილიის ელჩს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე ფართომასშტაბიანი რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროფესიული განათლების მიმართულებით კავშირების გაღრმავებასა და ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებს, მათ შორის, ახალგაზრდებისთვის ერთობლივი პროექტების განხორციელების კუთხით. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო პარტნიორობისთვის მზაობა გამოხატეს“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.