გიუნდოგანი პრემიერლიგაში თვის საუკეთესო მოთამაშედ ზედიზედ მეორედ დასახელდა #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანი ინგლისის ჩემპიონატში თვის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დასახელდა, – იუწყება პრემიერლიგის ოფიციალური ვებგვერდი.
გასულ თვეში გიუნდოგანმა ინგლისის ჩემპიონატში ხუთი მატჩი ჩაატარა, გაიტანა ოთხი ბურთი და ერთიც საგოლე გადაცემა შეასრულა.
მიმდინარე სეზონში კი „სიტის“ გერმანელმა ლეგიონერმა 32 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 14 გოლის ავტორი გახდა და სამი ასისტი მიითვალა.
პრემიერლიგის სატურნირო ცხრილს „სიტი“ ერთპიროვნულად ლიდერობს და უახლოეს მდევარს, თანაქალაქელ „იუნაიტედს“ 14 ქულით უსწრებს.