გიული ალასანია - სწორ ხაზზე ვერ დადის, აშკარად აქვს სისუსტე, სააკაშვილს სჭირდება შესაბამისი რეაბილიტაცია
გიული ალასანია - სწორ ხაზზე ვერ დადის, აშკარად აქვს სისუსტე, სააკაშვილს სჭირდება შესაბამისი რეაბილიტაცია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს აშკარად აქვს გამოხატული სისუსტე და გადაადგილება უჭირს.

„ვერ დადის სწორ ხაზზე. რომ გაატარებენ, იმ მომენტში მარჯვენა მხარეს თუ ვინმე არ იქნება, შეიძლება, დაეცეს. ეს ხდება მარჯვენა მხარეს. კიდევ მზერა, ნევროპათოლოგი რომ სინჯავს, მარჯვენა თვალი ვერ მიყვება. აშკარად აქვს სისუსტე, ჩემი შთაბეჭდილებები რაც არის“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

ამასთან, გიული ალასანია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი რეაბილიტაცია სჭირდება. მისივე თქმით, ცენტრ „ემპათიას„ დასკვნა მისთვის მისაღებია.

„დასკვნა აბსოლუტურად მისაღებია. ნორმალური, შესაფერისი რეაბილიტაცია სჭირდება ადამიანს. არ ვიცი, რამდენად უშველის ეს რეაბილიტაცია, ყოველ შემთხვევაში, ამის გარეშე რომ ძალიან ცუდად იქნება საქმე, ამ დაკსვნიდანაც ჩანს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ამასთან, გიული ალასანიამ კიდევ ერთ კომენტარში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ჭამის სურვილი არ აქვს.

„არის სისუსტე, ჭამა არ უნდა, უნდა დააძალო, ელაპარაკო, რომ ეს აუცილებელია მისთვის, რაღაცა ლუკმას თუ შეჭამს, შემდეგ ცდილობს, რომ წამოწვეს, წამოჯდეს“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

რაც შეეხება კითხვას, რა მოლოდინები აქვს აქციასთან დაკავშირებით, გიული ალასანიას თქმით, ელოდება, რომ ბევრი ხალხი გამოვა.

„ძალიან ელოდება, ელოდება, რომ მოვა ბევრი ხალხი, ბევრი ხალხი გამოვა და გამოხატავს თავის პროტესტს არსებული კრიზისის მიმართ, რომელზეც, სხვათაშორის, ქალბატონი პრეზიდენტიც საუბრობდა“, – განაცხადა გიული ალასანიამ.