გიული ალასანია - მიშას ერთი სული აქვს, როდის დაბრუნდება საქართველოში
გიული ალასანია - მიშას ერთი სული აქვს, როდის დაბრუნდება საქართველოში

მიშას ერთი სული აქვს, როდის დაბრუნდება საქართველოში, – ამის შესახებ ​​საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი​სა და ოდესის ექსგუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ლიეჟში განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე დასასწრებად მივიდა.

გიული ალასანია აცხადებს, რომ მისთვის სასურველია, სააკაშვილი დაბრუნდეს საქართველოში.

„ვნახოთ, სასურველია ჩემთვის, ეს რომ მოხდეს. გეგმა არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ერთი სული აქვს დაბრუნების. ალბათ როცა ჩამოვა, ყველა კითხვას პასუხს გასცემს. მე არ ვიცი მის გეგმებზე, თბილისიდან ვადევნებ თვალს. როგორც წესი, რჩევებს არ ვაძლევ ხოლმე და სურვილი მაქვს, რომ მიშა იყოს სახლში. სასამართლო გამოვტოვოთ და მიმაჩნია, რომ მიშა საქართველოში უნდა იყოს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

შეგახსენებთ, დღეს ბელგიის ქალაქ ლიეჟში მოძრაობა „ერთად სახლში“ ორგანიზებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ალტერნატიული მთავრობის ჩამოყალიბებას გეგმავს.