გიული ალასანია - მიხეილს ნორმალური სიარული უჭირს, დაფრინავდა ხოლმე, უცებ ვხედავ, ვეღარ დადის
გიული ალასანია - მიხეილს ნორმალური სიარული უჭირს, დაფრინავდა ხოლმე, უცებ ვხედავ, ვეღარ დადის

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია აცხადებს, რომ სააკაშვილს სიარული უჭირს.

როგორც ალასანიამ გორის ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, ის ფსიქოლოგიური ტრავმა, რომელიც სააკაშვილს მიადგა, თვალშისაცემია.

„ჯოჯოხეთი გავიარეთ თითქოს და რომ ვუყურებ ახლა, ვფიქრობ, გავიარეთ? ფსიქოლოგიური ტრავმა, რომელიც მას მიაყენეს ძალიან თვალშისაცემია. ადამიანს ნორმალური სიარული უჭირს, დაფრინავდა ხოლმე. უცებ ვხედავ, ვეღარ დადის ადამიანი. 22-ში დაანონსდა აქცია. ამ აქციაზე დიდ იმედებს ამყარებს. ფიქრობს, რომ ძალის ჩვენება არის მისი სიცოცხლის გადარჩენის აუცილებელი საშუალება“, – განაცხადა ალასანიამ.

საზღვარგარეთ მკურნალობას რაც შეეხება, გიული ალასანიას თქმით, ჯერ დასკვნები უნდა დაიწეროს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

„მე როგორც ადრე, მსურს, რომ გაიაროს რეაბილიტაცია. რაღაც მედიკამენტები ეძლევა რა თქმა უნდა, ექიმები აკონტროლებენ და ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი მისაღებია. ეს ფსიქოლოგიური მომენტები რაცაა, მაგის მკურნალობას ვერ ვხედავ. დღეს, მაგალითად, სულ არ მომეწონა. ვერ დადის, გადმოდის და ვერ ადგამს ფეხს. არ არის ნორმალური მდგომარეობა აშკარად“, – განაცხადა ალასანიამ.