გიული ალასანია - მიშას რამდენიმე დიაგნოზი აქვს დასმული და ისეთი დაავადებებია, აქ არ ეშველება არაფერი
გიული ალასანია - მიშას რამდენიმე დიაგნოზი აქვს დასმული და ისეთი დაავადებებია, აქ არ ეშველება არაფერი

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი თანახმაა, კლინიკაში გამოკვლევებისთვის გადავიდეს.

როგორც ალასანია აცხადებს, სააკაშვილს სერიოზული დიაგნოზი აქვს, რასაც საზღვარგარეთ მკურნალობა სჭირდება.

„გზაში ვიყავი, რომ გავიგე, რაც გამოცხადდა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია და კმაყოფილი ვარ. ადამიანი ვერ ჭამს, ეს გამოსაკვლევია. კარგია, რომ დათანხმდა, ამ დღეებში გადავალო, თქვა. ეს სერიოზული დაავადებაა. რამდენიმე დიაგნოზი აქვს დასმული და ეს ისეთი დაავადებებია, აქ არ ეშველება არაფერი. ამას აუცილებლად დასჭირდება შემდგომი უკვე გაგრძელება გარეთ. რაღაცის იმედი დღეს ნამდვილად გამიჩნდა და ვფიქრობ, რომ ამას ექნება გაგრძელება უსათუოდ. გამხდარია, მაგრამ დღეს რაც მოხდა, ამან იმედი გამიჩინა და ვნახოთ“, – განაცხადა ალასანიამ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლევების ჩატარება შესთავაზეს.