გიული ალასანია - კარგი იქნება, სააკაშვილს მიეცეს საშუალება, გავიდეს ქვეყნიდან და მოთავსდეს ისეთ კლინიკაში, სადაც ფსიქორეაბილიტაციის გამოცდილება აქვთ
გიული ალასანია - კარგი იქნება, სააკაშვილს მიეცეს საშუალება, გავიდეს ქვეყნიდან და მოთავსდეს ისეთ კლინიკაში, სადაც ფსიქორეაბილიტაციის გამოცდილება აქვთ

მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, რჩება შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილის ფსიქორეაბილიტაციის პროცესი საქართველოში სათანადოდ ვერ ხერხდება. მისივე თქმით სააკაშვილის მონახულებამდე მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ მას რეაბილიტაციისთვის უცხოეთში გადაიყვანენ.

„მეჩვენება და მაქვს შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში ამას ვერ ახერხებენ და ძალიან კარგი იქნება, რომ სააკაშვილს მიეცეს საშუალება, გავიდეს და მოთავსდეს ისეთ კლინიკაში, სადაც ამის გამოცდილება აქვთ. ჯანმრთელობის კუთხით, რასაც ვხედავ, უარყოფითი დინამიკა შეინიშნება. წონა აქვს დაკლებული. ამითაა ჩემი მოთხოვნა გამოწვეული“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულებამდე გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას საქართველოში ჩამოსვლაზეც გააკეთა კომენტარი.

„მრავალი წელია, აქ არ ყოფილა. ჩამოვიდა, მოენატრა აქაურობა. გარდა ამისა, ჩამოვიდა, რათა მხარი დამიჭიროს. რა თქმა უნდა, სურს შესვლა, მაგრამ დეტალები არ ვიცი“, – განაცხადა გიული ალასანიამ.