გიული ალასანია - გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ წაყვანას
გიული ალასანია - გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ წაყვანას

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალები არ ვიცი, რადგან სამწუხაროდ, ვერ ვნახულობ; გადაადგილების პრობლემა აქვს და ეს მოსალოდნელიც იყო, – განაცხადა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ შვილთან დაკავშირებით საუბრისას.

ალასანიას თქმით, მას იმედი აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა მოხდება.

„არავითარი ინფორმაცია არ მაქვს მიშაზე. იქ შესვლის საშუალება არ მაქვს. ზუსტად ვიცი, რომ გასეირნებაზე უარს ამბობს. ეს არის ძალიან მძიმე პროცედურა, ბორკილებს ადებენ ხელზე, მერე გზაში რა მოხდება კიდევ, არავინ იცის. ამას წინათ, მაგალითად, მის ადვოკატს დაესხა თავს ერთი ადამიანი. მავთულხლართები და ყველაფერი ეს მის ნერვულ სისტემას ძალიან აზიანებს. ძალიან გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მის სამკურნალოდ საზღვარგარეთ წაყვანას, რადგანაც, ექიმები ამბობენ, რომ აქ, საქართველოში ამ დაავადების განკურნების შესაძლებლობა არ არის“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ამასთან, შეკითხვაზე, როგორც მშობელი, თუ მოუწოდებს მას წამლების მიღებას, ალასანიამ განაცხადა: „არა, მე ვერაფერს მოვუწოდებ, რადგანაც არ ვიცი, რა წამლებზეა საუბარი; არ ვიცი, რამდენად სამკურნალოა ეს წამლები“.