გიული ალასანია - ძალიან მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილმა რეაბილიტაცია გარეთ გაიაროს, მაგრამ ეს ჩვენზე დამოკიდებული არ არის
გიული ალასანია - ძალიან მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილმა რეაბილიტაცია გარეთ გაიაროს, მაგრამ ეს ჩვენზე დამოკიდებული არ არის

ძალიან მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილმა რეაბილიტაცია გარეთ გაიაროს, მაგრამ ეს ჩვენზე დამოკიდებული არ არის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, რომელიც სააკაშვილის მოსანახულებლად გორის სამხედრო ჰოსპიტალში მივიდა.

გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის ინიციატივა თავისუფალი მკურნალობის შესახებ, მისთვის მისაღებია.

„გუშინ არ შემიშვეს, სამუშაო საათები დასრულებულიაო. არაფერი ვიცი დამატებით, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ექიმების რეკომენდაცია მისაღებია ჩემთვის, მაგრამ ჩემს ხელში არ არის ეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარეთ გაიაროს რეაბილიტაცია, მაგრამ არ არის ეს ჩვენზე დამოკიდებული. იცით, ვისზეცაა ეს დამოკიდებული“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების და თავისუფალი მკურნალობის ინიციატივით გამოვიდა.

„მიხეილ სააკაშვილი პატიმარია, მაგრამ ხომ შეიძლება, პატიმრობა გადავადდეს, იქნებ გავათავისუფლოთ და იმკურნალოს ნორმალურად კლინიკაში“, – განაცხადა ყიფშიძემ.