გიული ალასანია - ძალიან ბევრი რამის გამო ვარ გაბრაზებული, თურმე არავინ იყო მიშას მომხრე და არავინ იყო კმაყოფილი
გიული ალასანია - ძალიან ბევრი რამის გამო ვარ გაბრაზებული, თურმე არავინ იყო მიშას მომხრე და არავინ იყო კმაყოფილი

თურმე არავინ არასოდეს ყოფილა მიხეილ სააკაშვილის მომხრე და არავინ იყო არაფრით კმაყოფილი, ყველა ნაწყენი აღმოჩნდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში” სააკაშვილის მონახულებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

ალასანიას თქმით, დრო გადის და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით „არავითარი ექსპერტიზა“ არ ტარდება.

„ძალიან ბევრი რამის გამო ვარ გაბრაზებული. იმიტომ, რომ სულ მესმის, სხვათა შორის ტელევიზორიდან, გადაცემებიდან, რომ იცით, მე კი არ ვიყავი მისი მომხრე და მე კი არ ვიყავი… თურმე არავინ იყო მისი მომხრე არასოდეს და არავინ არ იყო არაფრით კმაყოფილი. ყველა ნაწყენი აღმოჩნდა ამ ქვეყანაში და ეს როგორ ხდებოდა, არ ვიცი. საერთოდ, ამ ვითარების გამო ძალიან ნაწყენი ვარ, რაც მივიღეთ. ქვეყანაში საზოგადოება საერთოდ უნდა იყოს აქტიური და სამწუხაროდ, მე არ ვიცი, ნაკლებად ვხედავ. დრო გადის და არავითარი ექსპერტიზა, უკვე სამუშაო დღეა და ველოდებოდი, რომ ვიღაც შევიდოდა, მაგრამ არ ჩანს. ჩანს ის, რომ ადამიანი ისევ ვერ ჭამს და არის მშიერი“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

დატოვე კომენტარი