გიული ალასანია - ძალიან ამაყი ვარ, რადგან დღეს დონალდ ტუსკმა თავისი გამოსვლა დაამთავრა ჩემი შვილის გაგზავნილი ტექსტით, არც ერთ ქართველს არ ღირსებია ასეთი პატივი
გიული ალასანია - ძალიან ამაყი ვარ, რადგან დღეს დონალდ ტუსკმა თავისი გამოსვლა დაამთავრა ჩემი შვილის გაგზავნილი ტექსტით, არც ერთ ქართველს არ ღირსებია ასეთი პატივი

დღეს გამოვედი ძალიან ამაყი, რადგან როტერდამში, უზარმაზარ დარბაზში, რომელსაც ძალიან ბევრი პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი ესწრებოდა, გამოვიდა ტუსკი, რომელმაც თავისი გამოსვლა დაამთავრა ჩემი შვილის გამოსვლით, ამის გაგზავნილი ტექსტით, დაინგრა დარბაზი ოვაციებით, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

როგორც ალასანიამ კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, დღეს თავად მიხეილ სააკაშვილიც ამაყი იყო.

„ასეთი გზავნილი იყო – მხარი დავუჭიროთ უკრაინას, მხარი დავუჭიროთ საქართველოს. რაც შეეხება მოლოდინებს, ხვალ შემოვლენ ექსპერტები და დაიძვრება ეს პროცესი. დაახლოებით იგივე მდგომარეობა იყო ყოველ წუთში შეიძლება, რაღაც ცუდი მოხდეს ისეთი მდგომარეობაა, ძაფზე კიდია. დღეს ისიც კარგ გუნებაზე იყო, რადგან არც ერთ ქართველს არ ღირსებია ასეთი პატივი, ცარიელი სკამი იდგა და დარბაზი მქუხარე ოვაციებით იყო. ძალიან ამაყი იყო და მეც ვიყავი ძალიან ამაყი, მოულოდნელი იყო ეს, ასეთი შემთხვევა არ მახსენდება“, – განაცხადა ალასანიამ.