გიული ალასანია - ადამიანებმა უნდა მოითხოვონ ლიდერის გათავისუფლება, მხოლოდ აქტიურობის გზით არის შესაძლებელი რაღაც შედეგის მიღება
გიული ალასანია - ადამიანებმა უნდა მოითხოვონ ლიდერის გათავისუფლება, მხოლოდ აქტიურობის გზით არის შესაძლებელი რაღაც შედეგის მიღება

მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან გადაღლილი და საკმაოდ სუსტად. ადამიანებმა უნდა მოითხოვონ ლიდერის გათავისუფლება, მხოლოდ აქტიურობის გზით არის შესაძლებელი რაღაც შედეგის მიღება, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი მონახულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ალასანიამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს რაც ჰქონდა სათქმელი, გუშინ, სასამართლო სხდომაზე თავად თქვა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების კომიტეტს აქტიურობას ურჩევს.

„არავითარი გზავნილი არ აქვს. რაც ჰქონდა სათქმელი, გუშინ თავად თქვა გამოსვლის დროს. არის ძალიან გადაღლილი, არის საკმაოდ სუსტად. როგორ უნდა იყოს, ამდენი დღე გავიდა და რა შეიცვალა ჩვენს ცხოვრებაში? მეტი აქტიურობა საზოგადოებისგან, ხალხისგან, – ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რასაც მე ვხედავ. ხომ დაინახეთ რა ხდება სასამართლოზე, რა იმედი უნდა მქონდეს? ადამიანი თვითონ იცავს თავის თავს, გამოდის, ლაპარაკობს და შედეგი რა მოჰყვება ამ ლაპარაკს? მანამდეც ლაპარაკობდა ამდენი წელი.
მხოლოდ აქტიურობის გზით არის შესაძლებელი რაღაც შედეგის მიღება. ადამიანებმა უნდა მოითხოვონ ლიდერის გათავისუფლება. მე არ ვარ იმ კომიტეტში და ისევ ვურჩევ აქტიურობას. თვითონ განსაზღვრავენ ალბათ. რაც შეიძლება მეტი სიმრავლე და აქტიურობა არის საჭირო“, – განაცხადა გიული ალასანიამ.