გიტანას ნაუსედა – ვესაუბრე სალომე ზურაბიშვილს და გამოვხატე ღრმა შეშფოთება საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო
ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ გიტანას ნაუსედამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, ზურაბიშვილთან საუბრისას გამოხატა შეშფოთება საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო.
„ახლახან ვესაუბრე ტელეფონით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. გამოვხატე ჩემი ღრმა შეშფოთება საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო. საქართველო რისკავს, გაიმეოროს ბელარუსის სცენარი. ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციას.
ლიეტუვა მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით მათ ევროპულ გზაზე. გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერება ეწინააღმდეგება მათ ნებას და ემსახურება რუსეთის ინტერესებს“, – წერს გიტანას ნაუსედა.
Just spoke on the phone with 🇬🇪 President @Zourabichvili_S.
Expressed my deep concern about Georgia’s democratic backslide. Georgia risks to repeat Belarus‘ scenario. 🇱🇹 strongly supports EP resolution on holding democratic elections in Georgia.
Lithuania stands firmly with the…
— Gitanas Nausėda (@GitanasNauseda) December 27, 2024