ლიეტუვის პრეზიდენტი - საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტორი ნატო-ში გაწევრიანების პროცესს ართულებს, თუმცა შეჩერება არ ძალუძს
ლიეტუვის პრეზიდენტი - საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტორი ნატო-ში გაწევრიანების პროცესს ართულებს, თუმცა შეჩერება არ ძალუძს

საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტორი ნატო-ში გაწევრიანების პროცესს ართულებს, თუმცა შეჩერება არ ძალუძს. ამის შესახებ უკრანულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდასთანინტერვიუში ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა.

ჟურნალისტი დაინტერესდა, მიღწევადია თუ არა უკრაინისთვის ნატო-ს წევრობა იმის გათვალისწინებით, რომ მისი ტერიტორიის ნაწილი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

„დიახ, ამის გამო ვითარება რთულია, შემთხვევით არ დაწყებულა აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტი და მოხდა ყირიმის ანექსია. იგივე ხდება სხვა სახელმწიფოებშიც, რომლებიც ნატო-ში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან, მე უპირველს ყოვლისა, საქართველოზე ვსაუბრობ. ეს ფაქტორი ართულებს პროცესს, თუმცა მისი შეჩერება მას არ ძალუძს. ამიტომ, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ყველა აუცილებელი რეფორმის განხორციელება“,- განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

გიტანას ნაუსედამ ინტერვიუში ევროინტეგრაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უნდა შეინარჩუნოს სიმტკიცე და ასოცირებულ პარტნიორებს, კერძოდ უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს გაუგზავნოს მკაფიო სიგნალი, რათა მათ წინსვლის მოტივაცია მისცეს.