გიტანას ნაუსედა - პოლიტიკური კრიზისით მოცულ საქართველოში ვიზიტი ევროკავშირის დონეზე უნდა იყოს კოორდინირებული, ამჟამად საერთო პოზიცია ყალიბდება
გიტანას ნაუსედა - პოლიტიკური კრიზისით მოცულ საქართველოში ვიზიტი ევროკავშირის დონეზე უნდა იყოს კოორდინირებული, ამჟამად საერთო პოზიცია ყალიბდება

პოლიტიკური კრიზისით მოცულ საქართველოში ვიზიტი ევროკავშირის დონეზე უნდა იყოს კოორდინირებული, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა.

„პირველ რიგში, ეს უნდა იყოს კოორდინირებული ევროკავშირის დონეზე და ახლა საერთო პოზიცია ყალიბდება“, – განაცხადა ნაუსედამ.

მანამდე ლიეტუვის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის ლიდერებთან ერთად საქართველოში ვიზიტს განიხილავს.