გიტანას ნაუსედა - მივესალმებით ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას ჩვენი მეგობრების, საქართველოსა და უკრაინის მიმართ
გიტანას ნაუსედა - მივესალმებით ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას ჩვენი მეგობრების, საქართველოსა და უკრაინის მიმართ

მივესალმებით ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას ჩვენი მეზობლების, მეგობრების, საქართველოსა და უკრაინის მიმართ. ჩვენ მიერ გაცემული დაპირებები უნდა შესრულდეს. მინდა, შეგახსენოთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ“, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტის გახსნაზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთისა და ახლა უკვე ბელარუსის მხრიდან შეინიშნება დამატებითი საფრთხეები და ნატო-ს უნდა ჰქონდეს მკაფიო, ერთიანი და გადამწყვეტი რეაქცია რუსეთის აგრესიული ქმედებების მიმართ.

ამასთან, გიტანას ნაუსედას თქმით, ლიეტუვა მზად არის, უმასპინძლოს ნატო-ს სამიტს, 2022 წლის ესპანეთში დაგეგმილი სამიტის შემდეგ.

დატოვე კომენტარი