გიტანას ნაუსედა - მივესალმები საქართველოში მიღწეულ პოლიტიკურ კონსენსუსს
გიტანას ნაუსედა - მივესალმები საქართველოში მიღწეულ პოლიტიკურ კონსენსუსს

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს.

გიტანას ნაუსედა შარლ მიშელის დოკუმენტზე პარტიების მიერ ხელმოწერას მიესალმება.

„მივესალმები საქართველოში მიღწეულ პოლიტიკურ კონსენსუსს, ევროკავშირისა და აშშ-ის ერთობლივი მედიაციის ძალისხმევა ნაყოფიერი აღმოჩნდა. ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპული მისწრაფებებსა და დემოკრატიიის გაძლიერების ფასეულობას“, – წერს გიტანას ნაუსედა.

ორბელიანების სასახლეში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს სამომავლო გზა“ ხელმოწერა გაიმართა.