გიტანას ნაუსედა - ევროკავშირის ლიდერებს შორის პუტინის დამარცხების აუცილებლობის შესახებ კონსენსუსი ფართოვდება
ევროკავშირის ლიდერებს შორის პუტინის დამარცხების აუცილებლობის შესახებ კონსენსუსი ფართოვდება, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა.
„ვფიქრობ, ფართოვდება გაგება, რომ ჩვენ უნდა დავამარცხოთ რუსეთი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, იქნება ამ ტრაგიკული ისტორიის გაგრძელება. ყოველ შემთხვევაში, მე ვერ ვხედავ ლიდერებს, რომლებსაც სურთ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დარეკვა უკრაინის საკითხებზე სასაუბროდ. ჩვენ არ გვყავს არცერთი ლიდერი, რომელიც ჯერ კიდევ ენდობა პუტინს“, – განუცხადა ნაუსედამ „პოლიტიკოს“, თუმცა შემდეგ დაამატა: „არ გვყავს, ორის გარდა“.
ამასთან, ნაუსედამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი ემუქრება და გამოწვევის წინაშე აყენებს ევროპის ყველა დემოკრატიულ სისტემას.
„ყველაში შედის: გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი და თუნდაც პორტუგალია, რომელიც საკმაოდ შორს არის ფრონტის ხაზისგან“, – განაცხადა ნაუსედამ.