„გირჩში“ აცხადებენ, რომ რუსთაველის გამზირზე აქციის დროს მათი ორი წევრი, ზურაბ ჯაფარიძე და იმედა კლდიაშვილი არიან დაკავებული
„გირჩში“ აცხადებენ, რომ რუსთაველის გამზირზე აქციის დროს მათი ორი წევრი, ზურაბ ჯაფარიძე და იმედა კლდიაშვილი არიან დაკავებული

„გირჩის“ რუსთაველის გამზირზე აქციის დროს, მათი წევრების დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც „გირჩის“ განცხადებაშია აღნიშნული, ამ დროისთვის დაკავებულები არიან „გირჩის“ მმართველი საბჭოს ორი წევრი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და იმედა კლდიაშვილი.

„მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მშვიდობიანი აქციის მიმდინარეობისას დაკავებული მოქალაქეები და მოვუწოდებთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს, სათანადო რეაგირება მოახდინონ აღნიშნულ ფაქტზე. ასევე მივმართავთ ჩვენს მხარდამჭერებს, დღეს ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად დგომა, ამიტომ გელოდებით პარლამენტთან, ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს“, – აღნიშნულია „გირჩის“ განცხადებაში.