„გირჩმა“ პარტიული სიის პირველი ათეული პრაიმერიზით გამოავლინა
„გირჩმა“ პარტიული სიის პირველი ათეული პრაიმერიზით გამოავლინა

„გირჩმა“ პარტიული სიის პირველი ათეული პრაიმერიზით გამოავლინა. პარტიული სიის პირველი ნომერი „გირჩის“ ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძეა, მეორე ჰერმან საბო. სიის მესამე ნომერი კი იაგო ხვიჩიაა.

სიაში მეოთხეა ვახტანგ მეგრელიშვილი, მეხუთე გია ჯაფარიძე, მეექვსე ალექსანდრე რაქვიაშვილი, მეშვიდე ლევან ჯგერენაია. მერვე ალექსანდრე თარხან-მოურავი, მეცხრე ამირან ტორონჯაძე, მეათე კი გიორგი ლომინაძეა.

„გირჩში“ მიაჩნიათ, რომ ეს სიის ფორმირების ყველაზე გამჭვირვალე და სამართლიანი მეთოდია.