„გირჩმა“ პარტიისა და „სამეფოს თავკაცი“ წარადგინა, რომელიც თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატიც იქნება
„გირჩმა“ პარტიისა და „სამეფოს თავკაცი“ წარადგინა, რომელიც თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატიც იქნება

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ოფისში პარტიისა და „სამეფოს თავკაცი“ ოთო ზაკალაშვილი წარადგინეს, რომელიც ამავდროულად იქნება „გირჩის“ საარჩევნო კამპანიის მენეჯერი და თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატი.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, პარტია ამომრჩეველს კრეატიულ საარჩევნო კამპანიას შესთავაზებს.

ამასთან, „სამეფოს მეფის“, ჰერმან საბოს თქმით, მათთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ორი კუთხით არის მნიშვნელოვანი.

„ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანია ეს არჩევნები, პირველი არის „გირჩის“ შენარჩუნება და მეორე – „გირჩის“ პროგრესის ფუნქცია. ამ არჩევნებზე პროგრამა მინიმუმი არის საპარლამენტო არჩევნების შედეგის განმეორება. გვექნება კრეატიული კამპანია, გიჟური იდეებით“, – განაცხადა ჰერმან საბომ.