„გირჩმა“ ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი სანტურიანის კანდიდატურას დაუჭირა მხარი
„გირჩმა“ ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი სანტურიანის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.
როგორც საქართველოს პირველ არხს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განუცხადა, თუ გიორგი კალანდარიშვილს 80 ხმა ეკუთვნოდა, რამდენიმე ხმა ეკუთვნოდა სანტურიანსაც, რომელიც მასზე ნაკლებად არ გამოიყურებოდა.
„გიორგი კალანდარიშვილი თუ გმირი არის, მაშინ შეიძლება, „ქართული ოცნების“ არ იყოს და მას პოლიტიკური ვალდებულებები არ ჰქონდეს. არჩევნების ბედი არ უნდა იყოს დამოკიდებული არც ერთ ადამიანზე, ის როგორ მოიქცევა. ცესკო-ს წინა თავმჯდომარე კონსენსუსით იყო არჩეული, მაგრამ ვნახეთ, ის პროცესი როგორ დასრულდა. ჩვენ გიორგი სანტურიანს დავუჭირეთ მხარი, რადგან არაფერი დაუშავებია“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ცესკო-ს ექვსი თვით გიორგი კალანდარიშვილი უხელმძღვანელებს. საქართველოს პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების კენჭისყრა დღეს გაიმართა. გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სამი კი წინააღმდეგი წავიდა.